დითეილინგის სტუდიებისა და მოვლის საშუალებების დისტრიბუტორებისთვის
სტუდია ჯავშნებს ბოქსების მიხედვით იღებს და ფასს მანქანის ზომით აჩვენებს. იმპორტიორი კატალოგს ფაილიდან ტვირთავს და ყიდის ავტომფლობელებზეც და ბიზნესებზეც.
ჯავშნიდან მანქანის ჩაბარებამდე
დითეილინგის სტუდიებს, სამრეცხაოებს, დაბურვისა და PPF-ის ცენტრებს
რეცხვას, სალონის ქიმწმენდას, პოლირებას, კერამიკულ საფარს, PPF-სა და დაბურვას მზა შაბლონიდან დაამატებ და შენს ფასებს ჩაწერ. ყოველ მომსახურებას თავისი ფასი, დრო და ბოქსი აქვს.
- ჯავშნები ბოქსების მიხედვით — დაამატე შენი ბოქსები და თითოეულს ტექნიკოსი მიაბი. ახალი ჯავშანი თავისუფალ ბოქსს თავად იკავებს, საჭიროებისას კი სხვაში გადაიტან. ბოქსს ცალკეც დაბლოკავ — შესვენებაზე ან დახურულ საათებზე.
- ფასი მანქანის ზომით — მომსახურებას S, M, L და XL ზომისთვის თავისი ფასი და ხანგრძლივობა აქვს. კლიენტი ფასს თავისი მანქანის ზომით ხედავს — ზომას VELTRO მანქანის მონაცემებიდან ადგენს.
- გაშრობის დრო — კერამიკული საფარის ან PPF-ის შემდეგ ბოქსი მითითებული გაშრობის დროითაც დაკავებული რჩება, ასე რომ შემდეგი ჯავშანი მასზე არ მოხვდება.
- დამატებითი მომსახურებები — მომსახურებას დაუმატე დამატებითი პუნქტები თავისი ფასით და დროით. კლიენტი მათ ჯავშნისას თავად მონიშნავს, ჯამური ფასი და დრო კი მაშინვე ჩანს.
- სამუშაოს მსვლელობა ფოტოებით — სამუშაოს დროს კლიენტს ეტაპებს და ფოტოებს უგზავნი, ფოტოს „მანამდე“ ან „შემდეგ“ მონიშნავ. კლიენტი მათ ჯავშნის გვერდზე ხედავს და შეტყობინებასაც იღებს.
- ჩატი კლიენტთან — ყოველ ჯავშანს თავისი ჩატი აქვს — დეტალებზე კლიენტთან იქვე შეთანხმდები, ფოტოებითაც.
- შენი მაღაზია — პარამეტრებში ჩართე მაღაზია და გაყიდე მოვლის საშუალებები, რომლებსაც თავად იყენებ — შენს გვერდზე, მომსახურებების გვერდით.
კატალოგიდან შეკვეთამდე
მოვლის საშუალებების იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს
ერთი კატალოგით ყიდი ავტომფლობელებზეც და სტუდიებსა და სერვისებზეც. თითოეული პროდუქტისთვის შენ წყვეტ, ვინ ხედავს მას — მომხმარებლები, ბიზნესები თუ ორივე.
- მარაგი ფაილიდან — ატვირთე მარაგი xlsx ან csv ფაილით, ერთ ფაილში 50 000 სტრიქონამდე. ცვლილებებს ჯერ გადახედავ და მხოლოდ შენი დადასტურების შემდეგ აისახება. ნიმუში ფაილიც გაქვს.
- ფოტოების ჩასაგდები გვერდი — პროდუქციის ფოტოებისთვის პირად ბმულს მიიღებ — ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან მთელ საქაღალდეს ერთად ჩააგდებ, შესვლის გარეშე. ფოტოები პროდუქტებს უკავშირდება და საჯაროდ მხოლოდ შენი დადასტურების შემდეგ ჩანს.
- გაყიდვა ავტომფლობელებზე — ავტომფლობელი შენს პროდუქტს ძებნაში ან შენი მაღაზიის გვერდზე პოულობს და უკვეთავს. შეკვეთას შენ ადასტურებ, კლიენტი მას თავად წაიღებს ან შენი კურიერით მიიღებს და მიღებისას გიხდის. რეცხვისა და მოვლის საშუალებები ყველა მანქანას ერგება, ამიტომ მათთან თავსებადობის შემოწმება არ ჩანს.
- საბითუმო ფასები შემოწმებული ბიზნესებისთვის — საცალო ფასის გვერდით საბითუმო ფასსაც მიუთითებ. მას მხოლოდ შემოწმებული ბიზნესები ხედავენ. სერვისი და სტუდია შენს პროდუქტს სამუშაოს ხარჯთაღრიცხვაში ამატებს და შეკვეთა საბითუმო ფასით მოდის, მაღაზია კი მიწოდების შეკვეთას გიგზავნის.
- რას ეძებენ — ნახე, რას ეძებენ ავტომფლობელები და სერვისები — რა გაქვს, მაგრამ მარაგში აღარ არის, რა არ ჩანს და რა არავის აქვს VELTRO-ზე. მხოლოდ რაოდენობებს ხედავ, ვინ ეძებდა — არასდროს. ეს Commerce Pro პაკეტშია.
ფასი
პირველი 30 დღე უფასოა.
სტუდიისთვის — Service, 49 ₾ თვეში.
იმპორტიორისთვის — Commerce, 99 ₾ თვეში, ან Commerce Pro, 149 ₾ თვეში.
ყველა ფასი დღგ-ის ჩათვლითაა, გაყიდვებიდან საკომისიო — 0%.
ხშირი კითხვები
დითეილინგის სტუდია ვარ — როგორ დავიწყო?
დაარეგისტრირე ბიზნესი და ტიპად აირჩიე „რეცხვა / დითეილინგი / PPF / საბურავები / დაბურვა / აუდიო“. მერე დაამატე ბოქსები და მომსახურებები შენი ფასებით. პირველი 30 დღე უფასოა.
როგორ მუშაობს ფასი მანქანის ზომით?
მომსახურებაში ჩართე ზომით ფასი და S, M, L და XL ზომისთვის ჩაწერე ფასი და ხანგრძლივობა. კლიენტი თავისი მანქანის ფასს ხედავს. თუ ზომა მნიშვნელობას არ ცვლის, ერთ ფასს დატოვებ.
კერამიკული საფარის შემდეგ მანქანა უნდა გაშრეს — ბოქსი დაკავებული დარჩება?
კი. მომსახურებას გაშრობის დროს მიუთითებ და ბოქსი ამ დროითაც დაკავებულია — სხვა ჯავშანი მასზე არ მოხვდება.
პოლირების ან ქიმწმენდის შედეგს კლიენტს როგორ ვაჩვენო?
სამუშაოს მსვლელობაში ფოტოებს ატვირთავ და „მანამდე“ ან „შემდეგ“ მონიშნავ. კლიენტი მათ ჯავშნის გვერდზე ხედავს.
იმპორტიორი ვარ — საბითუმო ფასს ყველა დაინახავს?
არა. საბითუმო ფასს მხოლოდ შემოწმებული ბიზნესები ხედავენ, ავტომფლობელები კი საცალო ფასს.
პროდუქციას როგორ ავტვირთავ?
xlsx ან csv ფაილით — ნიმუში ფაილი აპშია. ატვირთვამდე ნახავ, რა დაემატება და რა შეიცვლება. ფოტოებისთვის პირად ბმულს მიიღებ და მთელ საქაღალდეს ერთად ჩააგდებ.
VELTRO საკომისიოს იღებს?
არა — გაყიდვებიდან საკომისიო 0%-ია. იხდი მხოლოდ თვიურ სააბონენტოს, პირველი 30 დღე კი უფასოა. ფასები დღგ-ის ჩათვლითაა.
ჯერ კითხვა მაქვს — სად დავწერო?
ამ გვერდის ბოლოს, ფორმაში — ანგარიში არ დაგჭირდება. დაგიკავშირდებით იმ ტელეფონზე ან ელფოსტაზე, რომელსაც მიუთითებ.
მოგვწერე
ანგარიში არ დაგჭირდება — დაგიკავშირდებით ტელეფონით ან ელფოსტით.