კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ ამუშავებს NYXCore LLC („ჩვენ“) პერსონალურ მონაცემებს G8 Car აპლიკაციასა და ვებგვერდზე („სერვისი“). ვმოქმედებთ საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მონაცემთა დამმუშავებელი: შპს NYXCore (NYXCore LLC), საიდენტიფიკაციო კოდი 406574390, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ვაზისუბნის დასახლება, II მიკრო/რაიონი, კორპუსი I, 1-ლი სართული.
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
ანგარიში: ტელეფონის ნომერი ან Google-ის ანგარიშის ელფოსტა და სახელი, ენა, მოწყობილობის push-ტოკენი.
ავტომობილი: მარკა, მოდელი, წელი, VIN, სანომრე ნიშანი, გარბენი, ფოტოები და დოკუმენტების ფოტოები, რომლებსაც თავად ატვირთავთ (ტექპასპორტი, დაზღვევა, ტექდათვალიერება), სერვისის ისტორია.
ჯავშნები და მოთხოვნები: აღწერა, ფოტოები, მისამართი ან რაიონი, შეთავაზებები, ანგარიშები, გადახდის სტატუსი (ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ: გადახდას ამუშავებს ლიცენზირებული პროვაიდერი).
მდებარეობა: მხოლოდ თქვენი თანხმობით, უახლოესი სერვისების საჩვენებლად.
ტექნიკური: აპის ვერსია, შეცდომების ჩანაწერები, IP-მისამართი, გამოყენების სტატისტიკა.
2. რისთვის ვიყენებთ
სერვისის მიწოდება: ჯავშნები, შეთავაზებები, პარტნიორებთან კომუნიკაცია, გადახდები, შეხსენებები (ტექდათვალიერება, დაზღვევა, ტექმომსახურება).
AI-ფუნქციები: ფოტოს ანალიზი და ასისტენტი მუშაობს თქვენი მოთხოვნით; ფოტოები მუშავდება Google Cloud-ის (Vertex AI) სერვერებზე და მოდელის სასწავლებლად არ გამოიყენება.
დიაგნოსტიკის გაუმჯობესება (ცალკე, არასავალდებულო თანხმობით): დასრულებული შეკეთების ანონიმური მონაცემები — მანქანის მარკა, მოდელი და წელი, გარბენის დიაპაზონი, პრობლემის აღწერა, წაკითხული შეცდომის კოდები და რა შეკეთდა — შეიძლება გამოვიყენოთ დიაგნოსტიკის შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად. სახელი, ტელეფონი, ნომერი, VIN და ფასები არ ინახება; თანხმობის გაუქმებისას ეს მონაცემები იშლება.
უსაფრთხოება და თაღლითობის თავიდან აცილება, კანონის მოთხოვნების შესრულება, სერვისის გაუმჯობესება.
მარკეტინგი: მხოლოდ ცალკე თანხმობით, რომლის გაწვევაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
3. ვის ვუზიარებთ
პარტნიორ სერვისებს: მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც სამუშაოსთვისაა საჭირო (ავტომობილი, მოთხოვნა, ფოტოები); ტელეფონის ნომერი ჩანს მხოლოდ დადასტურებული ჯავშნის შემდეგ.
ტექნიკურ პროვაიდერებს, რომლებიც ჩვენი დავალებით ამუშავებენ მონაცემებს: Google Cloud (ჰოსტინგი, ბაზა, ფაილები, AI; ევროკავშირის რეგიონი), Vercel (ვებ-ჰოსტინგი), Expo (push-შეტყობინებები), გადახდის პროვაიდერები, SMS-პროვაიდერი.
სახელმწიფო ორგანოებს: მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მონაცემებს არ ვყიდით.
4. რამდენ ხანს ვინახავთ
ანგარიშის მონაცემებს სანამ ანგარიში არსებობს; ანგარიშის წაშლისას პერსონალური მონაცემები იშლება ან ანონიმიზდება 30 დღეში, გარდა იმისა, რისი შენახვაც კანონით გვევალება (საგადასახადო და ბუღალტრული დოკუმენტები).
ფოტოები და მოთხოვნები: ჯავშნის დასრულებიდან 3 წლამდე, გარანტიისა და დავების მიზნით.
5. თქვენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, შესწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა ან გადატანა, და გაიწვიოთ თანხმობა. ანგარიშის წაშლა შესაძლებელია აპიდან (პროფილი → კონფიდენციალურობა) ან ვებგვერდიდან.
საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdps.ge).
6. უსაფრთხოება
მონაცემები ინახება დაშიფრული კავშირით, წვდომა შეზღუდულია, გადახდის რეკვიზიტები დაშიფრულია ცალკე გასაღებით, ყოველი შესვლა ცალკე სესიაა, რომლის გაუქმებაც შეგიძლიათ.
7. ბავშვები
სერვისი განკუთვნილია 18 წელს მიღწეული პირებისთვის.
8. ცვლილებები და კონტაქტი
პოლიტიკის ცვლილებისას აპში შეგატყობინებთ. კითხვებისთვის მოგვწერეთ აპის დახმარების განყოფილებიდან.