G8 Car ბიზნესისთვის
ავტოსერვისი, მოვლის ცენტრი, ნაწილების მაღაზია თუ დისტრიბუტორი — იხდი მხოლოდ ფიქსირებულ ყოველთვიურ გადასახადს და 0%-ს შესრულებული შეკვეთებიდან.
ერთი ფიქსირებული გეგმა
- დღის დაფა — კალენდარი, სლოტების მართვა და ადგილზე მოსული კლიენტების მიღება.
- მსვლელობა — ეტაპების განახლება (ფოტოებით) და დამატებითი სამუშაოს მოთხოვნა.
- ხარჯთაღრიცხვა — კარნახით შედგენილი მონახაზი შენი ფასების კატალოგით — გაგზავნამდე ასწორებ
- ფასების კატალოგი — ფასები მანქანის ზომისა და დამატებების მიხედვით
- ფასის მოთხოვნები — დღიური ლიმიტი, პაუზა და „დიაგნოსტიკა სჭირდება“ ერთი შეხებით
- მარაგი და ნაწილები — შიდა მარაგების მართვა და პირდაპირი ანგარიშსწორება მომწოდებლებთან.
- ონლაინ მაღაზია — ნაწილების ვიტრინა შენს პროფილზე
- ვერიფიკაცია და ინვოისები — პასუხი 24 საათში, ინვოისი ყოველთვიურად
ხშირი კითხვები
როგორ დავრეგისტრირდე?
მარტივი რეგისტრაცია business.nyxc.app-ზე — საიდენტიფიკაციო კოდი, IBAN, მისამართი რუკაზე და 3 ფოტო. კოდს რეესტრში ვამოწმებთ, პასუხი ჩვეულებრივ 24 საათში მოდის.
რა ღირს?
პირველი 14 დღე უფასოა. შემდეგ — 49 ₾ თვეში (დღგ-ს ჩათვლით) ნებისმიერი ბიზნესისთვის და 0% საკომისიო. ინვოისი თვეში ერთხელ მოდის.
ფასებს ვინ ადგენს?
მხოლოდ შენ. სერვისების ფასები, დიაპაზონები და დამატებითი სერვისები შენს ხელშია. ასისტენტი ხარჯთაღრიცხვას მხოლოდ შენი ფასებით ადგენს.
რამდენი სერვისი უნდა დავამატო?
მომხმარებლები ბიზნესს მაშინ ხედავენ, როცა სიაში მინიმუმ 5 სერვისს აქვს ფასი — ფიქსირებული ან ვიწრო დიაპაზონი (ზედა ზღვარი ქვედაზე მაქსიმუმ 1,5-ჯერ მეტია). ავტოსერვისს ამას გარდა დიაგნოსტიკაც ფასით სჭირდება. ნაწილების გამყიდველებზე ეს წესი არ ვრცელდება.
ნაწილების კატალოგს როგორ ავტვირთო?
Excel ან CSV ფაილით, Shopify / WooCommerce-თან სინქრონიზაციით ან სათითაოდ. ფოტოებს ერთად ატვირთავ — ფაილის სახელად ნაწილის არტიკული დაარქვი.
ფულს როგორ ვიღებ?
კლიენტი პირდაპირ შენ გიხდის — ადგილზე ან, თუ დააკავშირებ, ონლაინ შენს სავაჭრო ანგარიშზე. G8 Car შენს თანხას არ ეხება. გეგმის საფასურზე ყოველთვიური ინვოისი მოდის.
შეკვეთას როგორ ვიგებ?
შეტყობინება მაშინვე მოდის აპში, ნაწილის შეკვეთაზე — ელფოსტითაც. ნაწილის შეკვეთის დასადასტურებლად 2 სამუშაო საათი გაქვს. ჯავშანი თავისით დასტურდება, თუ წინასწარ დადასტურებას არ ჩართავ.